მამუკა მდინარაძე - არც ვახო გომელაურის, არც ავთო გალდავას და არც ბევრი პოლიციელის პროფესიონალიზმსა და ვაჟკაცობაში არასდროს, არც ერთი წამით შემპარვია ეჭვი!

„მჯერა, საპოლიციო ღონისძიების მეორე ეტაპიც ანალოგიური წარმატებით შესრულდება და დასრულდება!“ -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქში“ წერს, რითაც გუშინ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მიისვე შეფასებით, ასეთი ღონისძიებების უმსხვერპლოდ ჩატარებას უდიდესი პროფესიონალიზმი სჭირდება.

„უდიდესი ვაჟკაცობა და პროფესიონალიზმი სჭირდება ასეთი ღონისძიებების უმსხვერპლოდ ჩატარებას და მითუმეტეს, მძევლების ჩანაცვლებას საკუთარი თავით!

ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა საქართველოს პოლიციას!

არც ვახო გომელაურის, არც ავთო გალდავას და არც ძალიან ბევრი პოლიციელის, რომლებიც ასეთივე ჟინით ემსახურებიან ქვეყანას, პროფესიონალიზმში და ვაჟკაცობაში არასდროს, არც ერთი წამით შემპარვია ეჭვი! მადლობა! პოლიციელი გმირია!

მჯერა, საპოლიციო ღონისძიების მეორე ეტაპიც ანალოგიური წარმატებით შესრულდება და დასრულდება!“- წერს მამუკა მდინარაძე.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“