ანრი ოხანაშვილი - არავითარი კრიმინალის წახალისება არ უნდა მოხდეს და ჩადენილი დანაშაულისათვის ყველამ ადეკვატურად  უნდა აგოს პასუხი

არავითარი კრიმინალის წახალისება არ უნდა მოხდეს და ჩადენილი დანაშაულისათვის ყველამ ადეკვატურად და პროპორციულად უნდა აგოს პასუხი - რა თქმა უნდა, დაუსჯელობის განცდა არავის უნდა დარჩეს, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა კითხვას, ზუგდიდში განვითარებულმა მოვლენებმა ხომ არ მისცა ბიძგი დღეს, ქობულეთში ინკასატორის დაყაჩაღებას.

“ხელისუფლების ყველა შესაბამისი შტო შესაბამის ღონისძიებას გაატარებს. ნებისმიერი პირი, ვინც გაბედავს და დანაშაულს ჩაიდენს, მტკიცებულელების საფუძველზე მართლმასჯულების წინაშე წარსდგება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ დამნაშავის დასჯა ისე არ უნდა მოხდეს, “როგორც ამას “ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა, როცა პირს ჯერ ბრალს წაუყენებდა და შემდეგ ეძებდა მტკიცებულებებს“.

“პირის პასუხისგებაში მიცემა იმას ნიშნავს, რომ დამნაშავემ ადეკვატურად, პროპორციულად, მტიცებულებებზე დაფუძნებით უნდა აგოს პასუხი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ქობულეთში, “საქართველოს ბანკის” მიმდებარედ, ინკასატორი გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 75 ათასი ლარი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო