ჩეხეთის პრემიერი - ბოდიშს გიხდით ახალი შეზღუდვების გამო, რომელიც ბიზნესმენების, მოქალაქეების, დასაქმებულების ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში კორონავირუსის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ბოდიშს გიხდით ახალი შეზღუდვების გამო, რომელიც გავლენას მოახდენს ბიზნესის მფლობელების, მოქალაქეების, დასაქმებულების ცხოვრებაზე. ვწუხვარ იმის გამო, რომ შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა, ფაქტობრივად, გამოვრიცხე, რადგან ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს მოხდებოდა,“- განაცხადა ანდრეი ბაბიშმა.

ჩეხეთში ახალი შეზღუდვები ძალაში გუშინ შევიდა და 3 ნოემბრამდე დარჩება. შეზღუდვები მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვას, ზოგიერთი მომსახურების ცენტრებისა და ბიზნეს ობიექტების დახურვას და ქალაქის ნებისმიერ ტერიტორიაზე პირბადეების გამოყენების ვალდებულებას ითვალისწინებს.

ჩეხეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 14 968 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. ქვეყანაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 208 915 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 83 136 და დაღუპულია 1 739 ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო