ზუგდიდის პოლიციაში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისას მძევლად აყვანილ ერთ-ერთი პირს დავით ხვიბლიანს კითხავენ

ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისას მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირი დავით ხვიბლიანი გამოკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხვიბლიანის ნათესავმა სამხარეო პოლიციასთან განუცხადა, რომელიც ხვიბლიანს გარეთ ელოდებოდა.

"მე, არაფერი ვიცი. ხვიბლიანის ნათესავი ვარ. ის დაკავებული არ არის, ახლა გამოუშვებენ", - განაცხადა ხვიბლიანის ნათესავმა.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ უცნობმა წყარომ მას მძარცველის ვინაობა დაუსახელა და ორი "ფეიკ" მძევალი ამოიცნო. "სამი მძევლიდან ორი იყო „ფეიკ“ მძევალი, სინამდვილეში მძევლად აყვანის თანამონაწილე, ასევე შეიარაღებული. ერთ-ერთის სახელი დავით ხვიბლიანია“, - წერს გვარამია „ფეისბუქში“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს