ირაკლი კობახიძე - არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ გუშინდელ ფაქტზე ხელის მოთბობა გადაწყვიტა და ამიტომ მოხდა დღეს ძარცვის შემთხვევა ქობულეთში

არის უამრავი ქვეყანა, სადაც ანალოგიური ტიპის დანაშაული ფიქსირდება, მათ შორის ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებული სამართალდამცავი სისტემის მქონე ქვეყნებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის აზრით, აღნიშნული დანაშაული ტენდენციური სახის არ არის.

"ასეთი რამ ხდება, თუმცა სისტემური პრობლემები იკვეთება ტენდენციებში. მაგალითად, რამ განაპირობა ის, რომ ორჯერ არის შემცირებული საქართველოში განზრახ მკვლელობების რაოდენობა. ტენდენცია არის ეს და არა ერთჯერადი დანაშაული, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს ის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე დღეს ქობულეთში მომხდარ ფაქტსაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, შესაძლოა, ვიღაცამ ,,გუშინდელ ფაქტზე ხელის მოთბობა გადაწყვიტა“.

,,არ გამოვრიცხავ, რომ გუშინდელ ფაქტზე ვიღაცამ ხელის მოთბობა გადაწყვიტა და ამიტომ მოხდა დღეს ეს შემთხვევა ქობულეთში. გუშინ პრევენციისათვის ხელისუფლებამ გამოიყენა მაქსიმალურად რბილი ზომები, რომ ყველა მძევალი ყოფილიყო თავისუფალი და უვნებელი. თუმცა, რბილ ზომებს აქვს თავისი მინუსები და ესეც ყველას ესმის ეს არის დაბალი პრევენციული ეფექტი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არცერთი დანაშაული არ დარჩეს გაუხსნელი და ბოლომდე მივიდეს ეს ოპერაციები. იგივე ეხება როგორც ქობულეთის, ასევე ზუგდიდის შემთხვევას. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს პროგრესი, გაორმაგებულია გახსნის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში და ესეც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს რომ ორივე შემთხვევაში საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, აქვს იმედი, რომ ოპერაციის ბოლომდე მიყვანა არჩევნებამდე მოხდება.

,,ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი არჩევნებამდე დასრულდება. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ პოლიციურ სტრუქტურებზე თუმცა გვაქვს იმედი, რომ არჩევნებამდე მოხდება ამ ოპერაციის ბოლომდე მიყვანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა