ხათუნა ლაგაზიძე - ხელისუფლების განზრახვა იყო ზუგდიდში მომხდარი ფაქტის ავტორად ოპოზიციის გამოყვანა, თუმცა ეს სპეცოპერაცია ჩავარდა

ხელისუფლების განზრახვა იყო ზუგდიდში მომხდარი ფაქტის ავტორად საქართველოს ოპოზიციის გამოყვანა, თუმცა ეს სპეცოპერაცია ჩავარდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის აღნიშნული ფაქტი საბედისწერო იქნება.

„ზუგდიდის შემთხვევა 2 მიზეზის გამო საბედისწეროა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის: პირველი იმით, რომ არჩევნებამდე 9 დღით ადრე საბოლოოდ გახდა ნათელი საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის ამ ხელისუფლების არაკვალიფიციურობა, არაპროფესიონალიზმი და უხერხემლობა, რაც უნდა გახდეს საფუძველი მათი ხელისუფლებიდან წასვლის 31 ოქტომბერს. მეორე და არა ნაკლებ მძიმე მიზეზი არის ის, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ორი სპეცოპერაცია, ერთი თავმდამსხმელის თუ ტერორისტის განეიტრალება-დაკავების და მეორე სპეცოპერაცია მიმდინარეობდა „ფეისბუქის“ გვერდებზე „ქართული ოცნების“ მომხრეების, ბოტებისა და ტროლების ჩათვლით და მისი სატელიტი პარტიების, რომელიც მიზნად ისახავდა თავდასხმის ავტორად საქართველოს ოპოზიციის გამოყვანას და საბედნიეროდ, ეს სპეცოპერაცია ჩავარდა - ჩავარდა იმიტომ, რომ დროზე აეხადა ფარდა „ქართული ოცნების“ ტვინცხელი ნაწილის ზრახვებს. სპეცოპერაცია ჩაშალა საზოგადოებამ იმიტომ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ჩვეული სიბრიყვით იყო ეს შავი თეთრზე ნაკერი“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“