ხორვატიაში, სლოვენიასა და ბოსნიაში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებლები დაფიქსირდა

ხორვატიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 29 850-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევების თითქმის ნახევარი დედაქალაქ ზაგრებზე მოდის.

ვირუსს ქვეყანაში კიდევ 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 406-ს მიაღწია.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ოფიციალური სტატისტიკით ხორვატიაში კოვიდ 19-სგან 22 064 პაციენტი განიკურნა.

Reuters-ის ინფორმაციით, რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა სლოვენიაშიც, სადაც, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 1 663 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანის მოსახლეობა 2 მილიონს შეადგენს.

ხორვატიის მეზობელ ქვეყანაში, ბოსნიაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 999 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური ზრდაა ქვეყნისთვის.

ბოსნიაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 37 314-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ს კიდევ 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 1 051-მდე გაიზარდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა