არმაზ ახვლედიანი - ზღვა ჰქონდეს ადამიანს და იყოს ასეთი ღარიბი, ასეთი მიწის პატრონი და ასე სამათხოვროდ გაიხადოს საქმე?! კითხვა არ გვებადება, რატომ?

„ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, დღემდე ქვეყნის კეთილდღეობისთვის არავის არ მოუცლია და ყველა საკუთარი თავისა და ბიზნესის გამდიდრებისათვის ზრუნავდა.

ახვლედიანი აღნიშნავს, რომ სწორედ 31 ოქტომბრის გარდამტეხ, შეუქცევად ცვლილებებს შეუძლია გაარღვიოს ეს ჩაკეტილი წრე და მოუტანოს ქვეყანას კეთილდღეობა.

„ზღვა ჰქონდეს ადამიანს და იყოს ასეთი ღარიბი, ასეთი მიწის პატრონი და ასე სამათხოვროდ გაიხადოს საქმე?! კითხვა არ გვებადება, რატომ? რა გვჭირს? ამდენი რესურსი აქვს ზღვას – თევზით დაწყებული, ვაჭრობით, ინფრასტრუქტურის განვითარებით ყველაფერი მასთანაა მიბმული. ჩვენ კი მივჩანჩალებთ. რატომ? იმიტომ, რომ ზღვისთვის ვის სცალია, ჩვენი კეთილდღეობისთვის ვინ მოიცალა?!

31 ოქტომბერს შეუქცევადი ცვლილებები მხოლოდ იმიტომ უნდა დაიწყოს, რომ საქართველომ შეძლოს თავისი დიდი რესურსების გონივრულად გამოყენება. ამისთვის გვჭირდება ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ მართონ ეკონომიკა სწორად, გონივრულად, ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ათობით, ასობით ქართველია დღეს საუკეთესო სამსახურებში უცხოეთში დასაქმებული, საუკეთესო სასწავლებლები რომ დაუმთავრებიათ, თქვენც იცნობთ, მეც ვიცნობ ასეთებს. ისინი უნდა დავაბრუნოთ საქართველოში, უნდა დავაყენებინოთ ჩვენი დაქცეული ეკონომიკა ფეხზე, გამოვტაცოთ ის იმათ, ვის მარწუხებშიცაა ათწლეულების განმავლობაში! დავუბრუნოთ საქართველოს ზღვა და ზღვით მოტანილი სიმდიდრეები!“ - განაცხადა ახვლედიანმა.

ახვლედიანის აღნიშნულ განცხადებას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა