ლევან დავითაშვილი - ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, ვალდებულება ჩნდება, რომ შესაბამისმა ბიზნესსექტორმა მუდმივად აწარმოოს მონიტორინგი  გაფრქვევებზე

ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, ვალდებულება ჩნდება, რომ შესაბამისმა ბიზნესსექტორმა მუდმივად აწარმოოს მონიტორინგი გაფრქვევებზე,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიზნესსექტორს ასევე ვალდებულება გაუჩნდება, რომ ჰქონდეთ სპეციალური მტვრის შემაკავებელი ფილტრაციის სისტემები, რათა გაფრქვევები შემცირდეს.

„ინფორმაციაზე მუდმივი წვდომის საშუალება უჩნდება თითოეულ მოქალაქეს, გაიგოს, თუ როგორია ჰაერის მდგომარეობა. ონლაინ რეჟიმში ჩვენც გვექნება სურათი სამრეწველო ობიექტებიდან გაფრქვევების და დაბინძურებების შესახებ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უჩნდება ბერკეტი, რომ, მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში, შევძლოთ საწარმო პროცესის შეჩერება, რისი უფლებაც აქამდე არ გვქონდა.

ასე რომ, კომპლექსურად, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების გაუმჯობესებით, ისე ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, ვფიქრობთ, 2 წლის შემდეგ, რუსთავში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა გვექნება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მის განცხადებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა