ირაკლი კვარაცხელია, რომელიც „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სხვა პირებთან ერთად მძევლად აიყვანა, მომხდარის დეტალებს ყვება

ირაკლი კვარაცხელია, რომელიც „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის დროს სხვა მოქალაქეებთან ერთად მძევლად იყო აყვანილი, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ბანკზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს.

მისი თქმით, აქვს გარკვეული ინფორმაცია და არსებობს რამდენიმე ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მივიდა თავდამსხმელი ბანკში.

„ბანკში ნამდვილად ნიღბით მოვიდა და იყო შეიარაღებული კბილებამდე. არსებობს ვერსიები, რომ ვიღაც ჩვეულებრივი გამვლელი გააჩერა ქუჩაში და უთხრა, რომ სპეცრაზმელი იყო და დაემგზავრებოდა და ამ მანქანით მოვიდა ბანკამდე.

შემოსვლისას გაისროლა, გაისროლა ასევე შიგნიდან გარეთ. ესროლა ადამიანს, რომელსაც ვიდეოკამერა ეჭირა და იღებდა, პირს, რომელიც შემთხვევით მოხვდა იმ ადგილას და იღებდა შიგნით არსებულ მდგომარეობას, ორჯერ გაისროლა მისი მიმართულებით. შემდეგ ფეხით მიახტა მაგიდას, სკამები წააქცია, მაქსიმალურად გამოიწვია შიში იქ დარჩენილ ადამიანებს შორის, რადგან რამდენიმე ადამიანმა მოახერხა გარეთ გაქცევა. შემდეგ შეკრა წრე მის ირგვლივ და გვიბრძანა, რომ დავმსახდარიყავით მის ირგვლივ, ჩამოაწევინა ჟალუზები“, - აღნიშნავს კვარაცხელია.

როგორც ის ამბობს, მას ბანკში მყოფი თანამშრომლებისთვის ფული არ მოუთხოვია.

„რაც გააკეთა ეს იყო, რომ მოითხოვა მენეჯერი, რომელზეც უთხრეს, რომ არ იყო ადგილზე, მერე მენეჯერის მოადგილე მოითხოვა, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ასევე არ იყო ადგილზე, შემდეგ ფული არ მოუთხოვია და გვითხრა, რომ ავსულიყავით ზედა სართულებზე, მესამე სართულზე შეარჩია ოთახი, რომელშიც შეგვიყვანა და გვითხრა, რომ ჩვენ აქ კარგა ხანს მოგვიწევდა გაჩერება.

თავდამსხმელს საპირფარეშოთი საერთოდ არ უსარგებლია იმის მიუხედავად, რომ იქ დაახლოებით 7 საათის განმავლობაში ვიყავით. თავიდან არც ჩვენ გვიშვებდა, გვეუბნებოდა, რომ იქ გვერდზე გავსულიყავით და ასე მოგვეგვარებინა ეს პრობლემა. გარკვეული პერიოდის მერე კონტაქტში შევედით ამ ადამიანთან და იყო რაღაც აზრების გაცვლა გამოცვლა, ამის შემდეგ დაგვრთო ნება, რომ თითო ადამიანი გასულიყო საპირფარეშოში, თუმცა, კარებს აღებდა და კარებში იჯდა თვითონ ავტომატმოღერებული და აკვირდებოდა ვინმე სხვა გზით არ წასულიყო. თვითონ არ წასულა, მინიმუმ 7 საათი იყო ასეთი მდგომარეობა,“ - აღნიშნა კვარაცხელიამ.

ის იზიარებს მოსაზრებას, რომ თავდამსხმელი შესაძლოა, ყოფილი სამხედრო იყო, რადგან იარაღით მოპყრობითაც და აღნაგობითაც ასე ჩანდა.

„როცა ვიდეოკამერიან ადამიანს ესროლა, ჩვენ ვკითხეთ, ხომ არ დაშავდა ის და მან გვითხრა, რომ ისე არ უსვრია, რომ დაშავებულიყო.

ხელყუმბარა მუდმივად დამცველმოხსნილ მდგომარეობაში ჰქონდა და იმაზეც გავამახვილე ყურადღება, რომ მისი დამცველი ზუსტად მახსოვდა, რა ადგილზეც დავარდა და ხომ არ სჯობდა, რომ ხელი დაესვენებინა და გაეკეთებინა ისევ ცოტა ხნით დამცველი, მაგრამ მან კატეგორიული უარი განაცხადა და თქვა, რომ თუ ამას გააკეთებდა, მაშინ მოკლავდნენ,“ - განაცხადა კვარაცხელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა