ვლადიმერ პუტინი - ყარაბაღის კონფლიქტს თავიდანვე ჰქონდა ეთნიკური დაპირისპირების ხასიათი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ აშშ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში დაეხმარება. ამის შესახებ მან დღეს „ვალდაის“ სხდომაზე განაცხადა.

„სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ იყვნენ მოსკოვში ჩამოსული. 23 ოქტომბერს ისინი ვაშინგტონში ხვდებიან ერთმანეთს. ძალიან ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ჩვენთან უნისონში იმოქმედებენ და დაგვეხმარებიან დარეგულირებაში. იმედი დავიტოვოთ უკეთესობისთვის“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ყარაბაღის კონფლიქტს თავიდანვე ჰქონდა ეთნიკური დაპირისპირების ხასიათი და დაიწყო სომეხი ხალხის მიმართ დანაშაულებით.

„ეს კონფლიქტი დაიწყო არა უბრალოდ, როგორც სახელმწიფოთაშორის კონფლიქტი და ტერიტორიისთვის ბრძოლა, არამედ ეთნიკური დაპირისპირებით. სამწუხაროდ, ეს ფაქტია, რომ სუმგაითში და შემდეგ მთიან ყარაბაღში განხორციელდა მძაფრი დანაშაული სომეხი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ეს ყველაფერი კომპლექსში უნდა გავითვალისწინოთ“ , - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერის თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთისთვის თანაბარი პარტნიორები არიან, რუსეთს ყოველთვის განსაკუთრებული კავშირები აქვს მათთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა