ლაშა შენგელია, რომელიც "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა, მომხდარის დეტალებს ყვება

ლაშა შენგელია, რომელიც ერთ-ერთია იმ 4 მძევლიდან, რომლებთან ერთადაც „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ბანკის ტერიტორია პოლიციის ავტომობილით დატოვა, აცხადებს, რომ თავდამსხმელმა არ იცოდა, სად წასულიყო.

შენგელია მომხდარის დეტალებს „კურიერთან“ იხსენებს.

„მე სადაც გეტყვით იქ წადითო, თუ არადა გავხსნი ხელყუმბარასო, ხელში ეჭირა და იცვლიდა, ხელიდან ხელში გადაჰქონდა. თვითონაც კონკრეტულად არ იცოდა, სად წასულიყო. ერთხელ გვითხრა, წადით წალენჯიხისკენო, წავედით, მერე იქით გადავუხვიეთ - გადმოვუხვიეთ. აკვირდებოდა, ვინმე მოსდევდა თუ არა უკან ამას, მაგრამ ბატონი ავთო გალდავა პირდებოდა, ყველანაირად ეცადა, დაერწმუნებინა ეს კაცი, რომ არ მოსდევდა არავინ. ბოლოს ჩავიდა ეს კაცი, დაიბარა, რომ მიბრძანდით მანქანით, მე აქ ვიქნები, ერთი გამოიხედავთ ან რამე და გესვრითო“, - აღნიშნავს შენგელია.

მისივე თქმით, ბანკიდან წამოსვლამდე თავდამსხმელმა მძევლებს თავად მისცა არჩევანის გაკეთების საშუალება, თუ ვინ წავიდოდა მასთან ერთად.

„ბატონმა ავთომ ძალიან განმუხტა სიტუაცია. მაგან (თავდამსხმელმა) თვითონ გვითხრა, ვინ მოდიხართ ჩვენთანო. ბატონი ავთოს გარდა უნდა ყოფილიყო კიდევ სამი მძევალი და ჩვენ თვითონ გამოვხატეთ სურვილი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა იყვნენ ქალები, შეგვბოჭა და ისე ჩაგვსვა მანქანაში. საჭესთან ერთ-ერთი მძევალი იჯდა, მე გვერდით მომიჯდა, ერთი მძევალი გვერდით მეჯდა და იმის გვერდით იჯდა ბატონო ავთო“, - იხსენებს შენგელია.

მისივე თქმით, თავდამსხმელი ბანკში ყველანაირად ცდილობდა კვალი არ დაეტოვებინა.

„სიგარეტის მოწევის ნებასაც გვრთავდა, კარებთან დავდგებოდით, იქ ვეწეოდით და რომ ვკითხე სიგარეტს არ ეწევითქო?- კიო, მაგრამ ახლა მე აქ არ შემიძლიაო. ანუ ყველანაირად იცავდა იმ ზომებს, რომ რაიმე კვალი არ დაეტოვებინა“, - აღნიშნავს შენგელია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. შენობაში მძევლად 19 ადამიანი აიყვანა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა