აშშ-ში კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ პრეპარატი „რემდესივირი” ოფიციალურად დაამტკიცეს

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კოვიდინფიცირებული პაციენტების საავადმყოფოებში სამკურნალოდ ანტივირუსული პრეპარატი „რემდესივირი” ოფიციალურად დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც მარეგულირებელ ორგანოში აცხადებენ, „რემდესივირზე“ ჩატარებულმა კლინიკური გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატმა გამოჯანმრთელების საშუალო დრო ხუთი დღით შეამცირა.

„პრეპარატი დამტკიცებულია კოვიდ 19-ის სამკურნალოდ 12 წლისა და მეტი ასაკის პაციენტებისთვის, რომელთა წონა სულ მცირე 40 კილოგრამია და რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ," - აღნიშნულია აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ „რემდესივირის“ გამოყენება პაციენტების სამკურნალოდ მხოლოდ საავადმყოფოში ან სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს დაშვებული.

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისინფორმაციით, „რემდესივერის” დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება სხვადასხვა კლინიკურ ცდებს ეფუძნება.

"დამტკიცება, რომელიც სააგენტოს მიერ მკაცრად შეფასებული მრავალი კლინიკური კვლევის მონაცემებს ემყარება, კოვიდ 19-ის პანდემიაში მნიშვნელოვან სამეცნიერო ეტაპს წარმოადგენს”, - აცხადებს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის კომისარი სტივენ ჰანი.

ორგანიზაციის მტკიცებით, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეთა იმ ჯგუფში, რომელსაც „რემდესივერით“ მკურნალობდნენ, გამოჯანმრთელების საშუალო დრო 10 დღე იყო, რაც 5 დღით ნაკლებია იმ პაციენტების გამოჯანმრთელების დროზე, რომლებსაც პლაცებოს გამოყენებით მკურნალობდნენ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირი“ გადაუდებელი გამოყენებისთვის მაისში დაამტკიცა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს