ჯო ბაიდენი - ვირუსისგან 220 ათასი ამერიკელი გარდაიცვალა, ის, ვინც ამაზე პასუხისმგებელია, არ შეიძლება ამერიკის პრეზიდენტად დარჩეს

ის, ვინც ამდენი ადამიანის დაღუპვაზე პასუხისმგებელია, არ შეიძლება, შეერთებული შტატების პრეზიდენტად დარჩეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატმა“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ქალაქ ნეშვილში გამართული სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა, სადაც მან დონალდ ტრამპის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„220 ათასი ამერიკელი გარდაიცვალა. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. ის პირი, რომელიც ამაზე პასუხისმგებელია, არ შეიძლება, დარჩეს აშშ-ის პრეზიდენტად,“- განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, ამერიკა არა კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას, არამედ მასთან ერთად სიკვდილს სწავლობს.

„ხალხი მასთან ერთად ცხოვრებას სწავლობს? ხალხი მასთან ერთად სიკვდილს სწავლობს,“- აღნიშნა ბაიდენმა რითაც მან უპასუხა დონალდ ტრამპს, რომელმაც განაცხადა, რომ კორონავირუსთან გამკლავების კუთხით საქმე უკეთესობისკენ მიდის, სკოლები და ბიზნესები უნდა გაიხსნას, ვინაიდან ხალხი ვირუსთან ერთად ცხოვრებას სწავლობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო