გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ოქტომბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში - ტუშურები, ზარიძეები, ალაჭანი, იარაჯულები, ხოფცა, წიკვლიაანთკარი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჭილურტი, ებნისი, პეტრიანი, ციხისუბანი, გრემისხევი და მიმდებარე სოფლებში.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.