გერმანიაში კორონავირუსის 11 242 შემთხვევა დადასტურდა და 49 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 11 242 შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 49 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 403 291 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 9 954 ადამიანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა