კახა კახიშვილი - ზუგდიდში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ჰყავს პოლიცია, რომლის უმთავრესი საზრუნავი ადამიანების უსაფრთხოებაა

„ზუგდიდში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ჰყავს პოლიცია, რომლის უმთავრესი საზრუნავი ადამიანების უსაფრთხოებაა და ამის გამო საკუთარი სიცოცხლის დიდი რისკის ქვეშ დაყენება შეუძლია“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი 21 ოქტომბერს ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციას.

კახიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსის, ავთანდილ გალდავას საქციელი გმირობად შეაფასა.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელიც სპეცოპერაციას ადგილზე ხელმძღვანელობდა. უღრმესი მადლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსს, ავთანდილ გალდავას იმ გმირობისთვის, რაც მთელმა საქართველომ ნახა. მადლობას ვუხდი ყველა იმ პოლიციელსა თუ სპეცდანიშნულების რაზმის წევრს, ვინც ოპერაციის უსისხლოდ დასრულებაში და 43 ადამიანის გადარჩენაში წვლილი შეიტანა. ადამიანის სიცოცხლე არანაირ თანხად არ შეიძლება შეფასდეს. უმთავრესი მიზანი - მძევლების უვნებლად გათავისუფლება, მიღწეულია. არ შეიძლება ფაქტის ეპიზოდურად შეფასება. გამოძიება მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, საქმე ბოლომდე გაიხსნება. ზ

ზუგდიდში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღეს სახელმწიფოს უმთავრესი საზრუნავი და ღირებულება ადამიანი და მისი სიცოცხლეა“, - წერს კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს