ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა არ განიხილება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა არ განიხილება.

ამასთან, მეზვრიშვილმა განმარტა, რა შემთხვევაშია მკაცრად რეკომენდირებული გარე სივრცეში პირბადის გაკეთება.

„გარე სივრცეში იგულისხმება ყველაფერი, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერებები. ამას გააკონტროლებს პოლიცია და შრომის ინსპექცია. თუ ვდგავართ 5 ადამიანი და დისტანციას ვერ ვიცავთ, ან არ არის ამის საშუალება, მნიშვნელოვანია, რომ პირბადე გვეკეთოს. სასურველია პირბადე ეკეთოთ მოქალაქეებსაც, რომლებიც გადაადგილდებიან ფეხით სამსახურში. გვაქვს სიტუაციები ქუჩაში, როდესაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. აქ რა თქმა უნდა, მკაცრად რეკომენდირებულია, რომ პირბადე გვეკეთოს. მაგრამ, თუ გარშემო ადამიანები არ იმყოფებიან და დისტანციის დარღვევას ადგილი არ აქვს, იქ ვიტყოდი, რომ სასურველია“ , - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: განიხილავს თუ არა მთავრობა დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვას?

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს