ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის დამდგენი 700 ათასამდე ტესტია

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში, ჯამში, კორონავირუსის გამოსავლენი 700 ათასამდე ტესტია.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ტესტების შესყიდვა კიდევ მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე მარაგში არის ნახევარი მილიონი PCR ტესტი. ასევე ჩვენ გვაქვს ანტიგენის და ანტისხეულების ტესტები, რომლის რაოდენობაც, თუ არ ვცდები, არის 200 ათასამდე. დამატებითი შესყიდვები კვლავ მიმდინარეობს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო: ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის დამდგენი 700 ათასამდე ტესტია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო