კახა კალაძე ზუგდიდის შემთხვევაზე - ვაცადოთ შესაბამის სამსახურებს მუშაობა, დარწმუნებული ვარ, საქმე ბოლომდე მივა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ზუგდიდში განვითარებული მოვლენების დროს ყველაზე მთავარი იყო ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მან პოლიტიკოსებს ურჩია, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

"ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩვენი გუნდისთვის, ხელისუფლებისთვის არის ადამიანი, ეს ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც, მთავარია ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. შესაბამისად, შსს-ის თანამშრომელს, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ სპეცოპერაციაში იყო ჩართული, მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან ყველა მძევლად აყვანილი ადამიანი ისე, რომ თმა არ ჩამოვარდნია არავის, საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა. ახლა მთავარი არის ამ საქმის ბოლო ეტაპზე მიყვანა, თავდამსხმელის დაკავება და ამ მიმართულებით შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინ პოლიტიკოსებს ვთხოვე, რომ თავი შეგვეკავებინა საკითხის პოლიტიკური შეფასებებისგან. ვაცადოთ შესაბამის სამსახურებს მუშაობა. დარწმუნებული ვარ, საქმე ბოლომდე მივა", - განაცხადა კალაძემ.

მან აბსურდი უწოდა ოპონენტების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზუგდიდში განვითარებული მოვლენების უკან შესაძლოა, მმართველი გუნდი იდგეს.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი, მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. საბოლოოდ, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ხოლო თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო