ჯანდაცვის მინისტრი - კონკრეტულ რეგიონებში იკვეთება ინფიცირებულების რაოდენობა, საჭირო ხდება საწოლების მობილიზაცია, დღეს ვამტკიცებთ იმ კლინიკების ჩამონათვალს, რომლებიც ჩაერთვებიან

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საგარეჯოს, თეთრიწყაროს, ქუთაისის, ახალციხისა და ლანჩხუთის კლინიკებს „ცხელების ცენტრები“ დაემატება. მინსიტრის განმარტებით, ასეთი კლინიკები მიიღებენ ცხელებით პაციენტებს. ამ მხრივ კი, როგორც ტიკარაძე განმარტავს, 442 საწოლფონდის მობილიზაცია კეთდება. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, არსებობს გაწერების საკმაოდ დადებითი დინამიკა აჭარასა და ქუთაისში. მისი თქმით, ქუთაისის რეგიონში გუშინ 118 პაციენტი გაიწერა, ხოლო აჭარაში 181 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„რაც შეეხება საწოლფონდის გადანაწილებას, საწოლფონდის გადანაწილების კუთხით ჩვენ, იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტულ რეგიონებში იკვეთება ინფიცირებულების რაოდენობა, შესაბამისად საჭირო ხდება უკვე იქ, საწოლების მობილიზაცია. ასევე დღეს ვამტკიცებთ ბრძანებით იმ კლინიკების ჩამონათვალს, რომლებიც ჩაერთვებიან. ეს იქნება, კლინიკები, როგორც საგარეჯოში ისე თეთრიწყაროში, კიდევ დამატებით ქუთაისში, ახალციხეში და ლანჩხუთში. ეს კლინიკები მიიღებენ ცხელებიან პაიენტებს და მათ საჭირო მკურნალობასა და მომსახურებას გაუწვენ. ეს იქნება „ცხელების ცენტრები“ ამ ეტაპისათვის. ვინაიდან, იცით, რომ კლინიკები საჭიროებენ გარკვეულ გამოცდილებასაც. ისინი მიღებენ ცხელებით პაციენტს და დიაგნოსტირების შემთხვევაში უკვე ცენტრალიზებულად გადაწყდება, თუ რა დამატებითი პროცედურა გაიმართება ამ კლინიკაში. საერთო ჯამში, ჩვენ ამ კუთხით გავაკეთებთ 442 საწოლის მობილიზებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა