ეკატერინე ტიკარაძე - ჯანმო-სგან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ კვლევის ფარგლებში უფლება გვაქვს "რემდესივირი" გამოვიყენოთ, შესაბამისად, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები

მივიღეთ რეკომენდაცია, რომ კვლევის ფარგლებში გვაქვს უფლება გამოვიყენოთ “რემდესივირი”. შესაბამისად, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისიტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

,,ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია კლინიკურ ჯგუფთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ კვლევის ფარგლებში გვაქვს უფლება, რომ გამოვიყენოთ "რემდესივირი", შესაბამისად, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები და იმ ვადაში, რაც დაგვჭირდება შესყიდვისთვის და ამ მედიკამენტის ტრანსპორტირებისთვის, მივიღებთ "რემდესივირს", როგორც კვლევაში ჩასართავ პრეპარატს“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო: ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის დამდგენი 700 ათასამდე ტესტია, იწყება "რემდესივირის" შესყიდვის პროცესი

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა