ანა დოლიძე - ხელისუფლება არჩევნების მასობრივი გაყალბებისთვის ემზადება

ხელისუფლება არჩევნების მასობრივი გაყალბებისთვის ემზადება“,-ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ანა დოლიძე აცხადებს, პანდემიის ფონზე არჩევნების მიმდინარეობისას გადასატანი ყუთის მასობრივად გამოყენება პრობლემებს შექმნის, კონტროლი ხმის მიცემის პროცედურაზე არ იქნება.

ანა დოლიძის თქმით, გადასატანი ყუთის გამოყენება ლეგალური მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ყველა ყუთს და კომისიის წევრს, მუდმივად ექნება ჩართული სამხრე კამერა, სხვა შემთხვევაში კი კონტროლი გადასატანი ყუთში ჩაყრილ ათიათასობით ხმაზე არ არსებობს. ის ოპოზიციას სთავაზობს, სამხრე კამერების დაყენების მოთხოვნაზე შეთანხმდნენ.

„დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლება ემზადება პარალელური არჩევნებისთვის გადასატანი ყუთის მეშვეობით, ასევე არჩევნების მასობრივი გაყალბებისთვის.

19 ოქტომბერს, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება კოვიდინიფიცირებულებთან, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულ ხალხთან და თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებით. ამ დადგენილების მეშვეობით, ფაქტობრივად, 31 ოქტომბერს ჩვენ გვექნება 2 არჩევნები. არჩევნები საარჩევნო უბნებზე და პარალელური არჩევნები გადასატანი ყუთის მეშვეობით.

გადასატანი ყუთი ყოველთვის არსებობდა, ამომრჩევლების მაქსიმუმ 3%-სთვის. ამ ჯერზე კოვიდინფექციასთან დაკავშირებით, ხელისუფლება მაქსიმალურად გამოიყენებს ინფექციის გავრცელების საშიშროებას. ცესკოს გადაწყვეტილებით, ყველა პირი დაწყებული ინფიცირებულებიდან, ასევე ყველა პირი ვინც თვითიზოლაციაშია, ჩაერთვება ცალკე სპეციალურ სიაში და მათთან მივა გადასატანი ყუთი. დღევანდელი მონაცემებით ეს შეიძლება იყოს 100 000-მდე ადამიანი.

შეიძლება, თითოეულ საარჩევნო უბანს დაემატოს ათობით გადასატანი ყუთი. სპეციალურ სიაში მოხვედრილ პირთა ვინაობა გამოქვეყნდება არჩევნებამდე 2 დღით ადრე. მისი გადამოწმების საშუალება ამომრჩევლებს და დამკვირვებელს ფიზიკურად არ ექნება. გადასატანი ყუთის მასობრივად გამოყენებას ექნება შემდეგი პრობლემები: გადასატანი ყუთით საკუთარ ოთახებში ხმას მისცემს ათიათასობით ადამიანი, კონტროლი ამ ხმის მიცემის პროცედურაზე ფაქტობრივად არ იქნება. დამკვირვებელს და კომისიის წევრებს რომელიც მივლენ ადგილზე, არ ექნებათ ფოტოსურათიანი სია. ისინი ვერ შეძლებენ ინიფიცირებულ ან თვითიზოლაციაში მყოფ პირს პირადობა გამოართვან. იქნება შესაძლებლობა, რომ მასობრივად გაყალბდეს არჩევნები. საარჩევნო უბნის მიღმა, თითოეულ ოლქს ასობით გადასატანი ყუთი დაემატოს“,-განაცხადა ანა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა