ამირან გამყრელიძე - ჩვენი შიდა შუქნიშნის მიხედვით, ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადავედით

ჩვენი შიდა შუქნიშნის მიხედვით, ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადავედით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინზე განაცხადა. მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევათა ზრდა გაგრძელდება და დაახლოებით ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში იქნება პიკი.

“საერთო მაჩვენებლის მიხედვით და იმის გათვალისწინებით, რომ სექტემბრამდე საქართველოს 1500 ინფიცირებული ჰყავდა, ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი გვაქვს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა, 100 ათასს მოსახლეზე არის 26 ანუ ჩვენი შიდა შუქნიშნის მიხედვით, ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადავედით. კომულატიური მაჩვენებლის მიხედვით, რასაც ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ითვლის, იქაც ავცილდით 300-ს, მაგრამ გვაქვს კარგი მაჩვენებელი ტესტირებაში. მილიონ მოსახლეზე გაქვს 213 ათასი ტესტი. ყოველდღიური გვაქვს დაახლოებით 10 ათასის ფარგლებში, რაც ამ პერიოდისთვის, ეპიდემიის ამ მასშტაბებისთვის კარგია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა