ირმა ნადირაშვილი - ადამიანებისთვის მშვიდი გარემო არ არის შექმნილი, ეს არის ჩაფლავებული მთავრობის მენეჯმენტი

„ევროპული საქართველოს“ რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირმა ნადირაშვილი, ზუგდიდში გავითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ნადირაშვილის თქმით, ქვეყანაში სტატისტიკითაც კი ჩანს, რომ კრიმინალური ვითარება დამძიმებულია.

„კრიმინალის შემცირება არანაირი სტატისტიკითაც არ იკვეთება, დაკორექტირებულ სტატისტიკაშიც ჩანს, რომ კრიმინალური ვითარება არის დამძიმებული. საუბარი, რომ კრიმინალი მხოლოდ ტელევიზიებში გაიზარდა და სინამდვილეში ვითარება არის მშვიდი, ერთადერთ ამბავზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ ცხოვრობს სხვა საქართველოში და ჩვენ ყველა დანარჩენი ვცხოვრობთ სხვა საქართველოში, სადაც ადამიანებს აჰყავთ მძევლები, მათ სახელმწიფო აჯილდოვებს ფულით და სამშვიდობოზე უშვებს. ამის შემდეგ, უკვე მეორე დღეს აყაჩაღებენ ბანკის ინკასატორს. ადამიანებისთვის არ არის მშვიდი გარემო შექმნილი და ეს არის ჩაფლავებული მთავრობის მენეჯმენტი, ეს არის ყველაზე მთავარი ნიშანი, რომ 31 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ უნდა დამთავრდეს”, - განაცხადა ნადირაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო