რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთს ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრაში ჩარევის ისეთივე უფლება აქვს, როგორიც რუსეთს

თურქეთს ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრაში ჩარევის ისეთივე უფლება აქვს, როგორიც რუსეთს, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთი რეგიონში კონფლიქტის მოგვარებით და მშვიდობით რუსეთზე არანაკლებ არის დაინტერესებული და მოლაპარაკებებში ანკარაც ჩართული უნდა იყოს.

„აზერბაიჯანი აცხადებს, რომ თუ ერევანი მხარს უჭერს რუსეთის მონაწილეობას სამშვიდობო პროცესში, მაშინ ბაქო თურქეთის ჩართვის შეთავაზებით გამოდის. მოლაპარაკებების მაგიდასთან როგორც მოსკოვი, ისე ანკარაც უნდა იყოს”, - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის მოთხოვნა, მოლაპარაკებებში თურქეთის ჩართვასთან დაკავშირებით, სამართლიანია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა