ზურაბ ჭიაბერაშვილი - კლინიკებში  ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმების აწყობა და გაუმჯობესებაა საჭირო

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სამედიცინო პერსონალში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ადასტურებს იმას, რომ საჭიროა კლინიკებში ინფექციის კონტროლის მექანიზმების აწყობა და გაუმჯობესება.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, „ევროპული საქართველოს” 4- პუნქტიანი გეგმა, რომელიც მოიცავს სწრაფ რეაგირებას ჯანდაცვის პირველად რგოლში, ჰოსპიტალური სექტორის გაუმჯობესებას, საკარანტინე სივრცეებში რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანების გადაყვანასა და ეკონომიკურ მიმართულებას, სწრაფად უნდა განხორციელდეს, რათა ახალ ხელისუფლებას კიდევ უფრო დამძიმებული არ დახვდეს ეპიდსიტუაცია.

„სამედიცინო პერსონალში ინფიცირების მაჩვენებელი ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ მარტიდან მოყოლებული ვაფრთხილებდით მთავრობას, რომ საჭიროა კლინიკებში ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმების აწყობა და გაუმჯობესება, საჭიროა სამედიცინო პერსონალის დაცვის საშუალებები და მუდმივი ტრენინგი, რათა ავიცილოთ თავიდან სამედიცინო პერსონალის ინფიცირება. ისედაც ჩვენი მწირი სამედიცინო რესურსი, რომ მოვერიოთ გაზრდილ რიცხვებს, ახლა შეიძლება კიდევ უფრო მეტად დაგვაკლდეს, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება.

მთავარია სწრაფი რეაგირება, რათა საზოგადოება იყოს მშვიდად და იცოდეს, რომ თუ დარეკავს 112-ზე, მას უპასუხებენ, ის მიიღებს ოჯახის ექიმის კონსულტაციას, თუ სჭირდება ვინმეს ჰოსპიტალიზაცია, მას გადაიყვანენ დროულად საავადმყოფოში. ამავდროულად, მუდმივად გვჭირდება ჩვენი ჰოსპიტალური რესურსის გაზრდა და რისკ-ჯგუფების დაცვა, პრევენციისთვის, რათა ნაკლები რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანი იპოვოს ვირუსმა, ისეთი, ვისაც დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია.

ეს ღონისძიებები არის დაუყონებლივ დასაწყები და „ევროპულმა საქართველომ“ ჩვენი 4 ნაბიჯის შესახებ განვაცხადეთ რამდენიმე დღის წინ, ახლა საჭიროა, რომ ჯერ კიდევ ვიდრე „ქართული ოცნება“ არის მთავრობაში, ვიდრე არჩევნების შედეგად მას გადაირჩევს ქართველი ხალხი, ახლა გადაიდგას სწრაფად ეს ნაბიჯები, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებული არ დახვდეს ახალ ხელისუფლებს ნოემბერსა და დეკემბერში და საზოგადოება გაუმკლავდეს ამ მძიმე გამოწვევას“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს