ლიბიაში, დაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლის სამუდამოდ შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

ლიბიის დაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლის სამუდამოდ შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

მედიის ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი ჟენევაში საერთაშორისოდ აღიარებული ეროვნული შეთანხმების მთავრობისა (GNA) და თვითგამოცხადებული ლიბიის ეროვნული არმიის (LNA) წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, გაეროს შუამდგომლობით, მოეწერა.

შეთანხმების თანახმად, დაქირავებული და უცხოელი მებრძოლები ლიბიას სამი თვის ვადაში დატოვებენ.

გაერომ აღნიშნული შეთანხმება „ისტორიულ მიღწევად“ შეაფასა.

ნოემბერში ეროვნული შეთანხმების მთავრობისა და ხალიფა ხაფთარის ლიბიის ეროვნული არმიის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა