დავით ბაქრაძე - 6 თვე გვიმტკიცებდნენ, რომ მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მთავრობა გვყავს, ახლა გვეუბნებიან, რომ თურმე კორონავირუსის პირველი ტალღა საერთოდ არ იყო და ახლაა შემოტევა

6 თვე გვიმტკიცებდნენ, რომ მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მთავრობა გვყავს, ახლა გვეუბნებიან, რომ თურმე კორონავირუსის პირველი ტალღა საერთოდ არ იყო და ახლაა შემოტევა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ოზურგეთში, „ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ხათუნა გოგორიშვილის ამომრჩევლებთან შემაჯამებელ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ვერ ასრულებს თავის ძირითად ამოცანებს და ამიტომ უნდა წავიდეს.

„ყოველდღე მატულობს უმუშევრობა, სიღარიბე, ფასები, გაჭირვება, პრობლემები ანუ ამ მთავრობამ თავისი პირველი და მთავარი ამოცანა, ხალხისთვის კეთილდღეობის მოტანა, ვერ შეასრულა და ამიტომ ეს მთავრობა უნდა წავიდეს. მთავრობას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ევალება და ყველა ვხედავთ რა ვითარებაა, როდესაც ასე ზარ-ზეიმით დამარცხებული კორონავირუსი, როცა 6 თვე გვიმტკიცებდნენ, რომ მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მთავრობა გვყავს და ჩვენგან სწავლობს თურმე მთელი მსოფლიო, ახლა გვეუბნებიან, რომ თურმე პირველი ტალღა საერთოდ არ იყო და ახლაა შემოტევა. თუ ახლაა შემოტევა, რატომ დავანგრიეთ ეკონომიკა გაზაფხულზე? ეს ამ მთავრობის არაკომპეტენტურობის და უუნარობის შედეგია. მთავრობას ქვეყანაში წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა ევალება და ყველა ვხედავთ კრიმინალს, რომელმაც წალეკა საქართველო“,-აღნიშნა ბაქრაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო