„ვითიბი ბანკი“ აგრო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

„ვითიბი ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში აშენდა და მოეწყო სამაცივრე მეურნეობა, რომელშიც 1000 ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის შენახვა იქნება შესაძლებელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბანკის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტის განსახორციელებლად „ვითიბი ბანკის“ მიერ გაცემულმა სესხმა 670 000 ლარი შეადგინა.

მათი ინფორმაციით, კოოპერატივმა „ქართული ხილი“ აღნიშნული სამაცივრე მეურნეობა შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში ააშენა.

როგორც ბანკში აღნიშნავენ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა აუცილებელია იმისთვის, რომ ადგილობრივმა მწარმოებლებმა და რეალიზატორებმა პროდუქციის სათანადოდ შენახვა და შემდგომ მისი გაყიდვა შეძლონ.

„ვითიბი ბანკისთვის“ აგრო მიმართულების დაფინანსება, უცვლელ პრიორიტეტს წარმოადგენს, აღნიშნული პროექტის განხორციელება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან სამაცივრე მეურნეობები უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ობიექტებია ქვეყნის აგრო სექტორის განვითარებიათვის“, - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ აგრობიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა შმაგი ბრეგაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო