„ლელომ” ქუთაისში საარჩევნო პროგრამა წარადგინა

„ლელოს” ლიდერებმა ქუთაისის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნეს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი წარუდგინეს. ინფორმაციას „ლელოს” პრესსამსახური ავრცელებს.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მოსახლეობას გვერდით დაუდგება, „ლელოა”.

„ყოველდღე ვხვდები მოსახლეობას და მოქალაქეებიც სულ უფრო მეტად აფიქსირებენ თავის მხარდაჭერას „ლელოს” მიმართ, რადგან ხვდებიან, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მოსახლეობას გვერდით დაუდგება, „ლელოა”. ჩვენმა გუნდმა ნამდვილად შემოიტანა პოლიტიკაში ახალი სტანდარტი, როდესაც მოსახლეობას დაუბრუნა იმედი. პარტიას ჰყავს ცოდნაზე, კომპეტენციაზე, გამოცდილებაზე და ქვეყნის სიყვარულზე დაფუძნებული გუნდი. და ეს გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დავამარცხოთ სიღარიბე და შევაჩეროთ ის პროცესები, რომელმაც ჩიხში შეიყვანა საქართველო; შევქმნათ ჯანდაცვის განათლების და მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს,” - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს