ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა აშშ-ში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩეველთან, პაატა პატიაშვილთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალმა კობა კობალაძემ, აშშ-ში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩეველთან, პაატა პატიაშვილთან ონლაინ შეხვედრა გამართა,- ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან არსებული და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები.

„საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიც არის ვეტერანების ახალი ჰოსპიტალისათვის სამედიცინო დანადგარების შეძენის მიზნით, აშშ-ის შესაბამის ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება. უნდა აღინიშნოს, რომ ვეტერანების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ს საელჩოსთან საქართველოში, რომელიც უწყებას დახმარებას უწევს ვეტერანების ჰოსპიტლის სამედიცინო ინვენტარით აღჭურვაში.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს აშშ-ში დაჭრილ-დაშავებული ვეტერანების მხარდამჭერ ფონდთან ურთიერთობის დამყარებას და ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში ქართველი ვეტერანების ჩართვას. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ჯორჯიის შტატში, სარეაბილიტაციო პროგრამაში, მონაწილეობა მიიღო ორმა შშმ ვეტერანმა, მეუღლეებთან ერთად.

ვეტერანებისთვის სხვადასხვა ერთობლივი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობების განხილვის მიზნით, დაიგეგმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, კობა კობალაძის აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრა. ასევე დაიგეგმა, ქართველი და ამერიკელი ვეტერანების გაცვლითი პროგრამების შემუშავება. ვეტერანების სამსახურის ხელმძღვანელობის აშშ-ში ვიზიტი და შეხვედრები ამერიკის ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტის და კონგრესში ვეტერანების კომიტეტის ხელმძღვანელობასთან. სხვადასხვა რელევანტურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის მიზნით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა