ხათუნა გოგორიშვილი - ნუ შეგვეშინდება იმ ორი ვირუსის, რაც დღეს არის ქვეყანაში, არც კოვიდის გვეშინია გურულებს და არც „ქართული ოცნების”

"ევროპული საქართველოს” ლიდერებმა, დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთან ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში, ხათუნა გოგორიშვილთან ერთად, ოზურგეთში შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” “ევროპული საქართველოდან” აცნობეს.

ხათუნა გოგორიშვილის თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები არის განსაკუთრებული არჩევნები, რომელმაც უნდა მოუტანოს ქვეყანას აღმშენებლობა, ეკონომიკის გაცოცხლება და მოქალაქეების კეთილდღეობა.

„დღეს გურიაში ძალიან ბევრი პრობლემაა, უმუშევრობას ემატება მიგრაცია, ცარიელდება სოფლები და ქალაქები, ახალგაზრდები აღარ არიან აქ, ვერ პოულობენ სამსახურს, რადგან ნეპოტიზმია გაბატონებული, ამას ემატება სიღარიბე, სიდუხჭირე, ამას ემატება აუტანელი ფასები წამლებზე, ყოველდღიურ პროდუქტებზე, რომლებიც ყოველდღე ძვირდება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ამ ყველაფრის შეცვლა შეიძლება ძალიან მალე და ეს ცვლილებები შეიძლება დაიწყოს ძალიან მალე.

ცვლილებები უნდა დავიწყოთ ყველამ ერთად, ერთად აუცილებლად შეცვლით ამ ქვეყანას და ცვლილებები დაიწყება 31 ოქტომბრიდან.

31 ოქტომბერი არ არის ჩვეულებრივი დღე, ეს არჩევნები არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაიწყოს აღმშენებლობა, ჩვენი ეკონომიკა გაცოცხლდეს, იმისთვის, რომ ოკუპანტ რუსეთს ვუთხრათ არა, არ დავუწყოთ ენის მოჩლექით საუბარი, როგორც ამას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, ამას ნამდვილად შეძლებს „ევროპული საქართველო“, ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, ნუ შეგვეშინდება იმ ორი ვირუსის, რაც დღეს არის ქვეყანაში, არც კოვიდის გვეშინია გურულებს და არც „ქართული ოცნების“, არც მათი დაშინების. ისინი ვერ შეგვაშინებენ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ეს ქვეყანა იქნება ნორმალური, წარმატებული, გურია იქნება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეგიონი და ჩვენ ყველა ამას ერთად გავაკეთებთ“, - განაცხადა გოგორიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო