აკაკი ზოიძე - ჩემი აზრით, შევძლებთ, ინფიცირებულთა რიცხვი არ ავიდეს იქამდე, რომელსაც, რაც არ უნდა კარგად მომზადებული იყოს ჯანდაცვის სისტემა, ფიზიკურად ვერ გაუძლებს

ყოფილი დეპუტატის, ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტის აკაკი ზოიძის შეფასებით, ადამიანების ნაწილმა დაიჯერა, რომ კორონავირუსი არ არსებობდა, რის გამოც მათ რეკომენდაციების შესრულებაზე უარი განაცხადეს. როგორც ზოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა ”რეზიუმეში“ განაცხადა, სწორედ რეკომენდაციების შეუსრულებლობამ განაპირობა ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა ასეთი ზრდა.

„მარტივი ლოგიკაა - იქ, სადაც მოქალაქეები რეკომენდაციებს უჯერებენ, კარგი შედეგებია. ჩვენი პრობლემა სწორედ ეს გახლავთ. ადამიანებმა დაიჯერეს, რომ კოვიდი არ არსებობს. ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვა ამას მეტყველებს, 50% ამბობს, ვაქცინას არ გავიკეთებ როცა იქნებაო. იყოს ეს ვაქცინა და რაზეა ლაპარაკი“, - განაცხადა ზოიძემ.

მისი შეფასებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ზრდა მოსალოდნელი იყო, რაც საფრთხილოა.

„კოვიდ 19 მთელი მსოფლოსთვის უზარმაზარი პრობლემაა. ვირუსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან ვერაგია. თავიდან დიდი იმედი გამოითქვა ეკონომიკის გახსნის პირობებში, რომ ვისწავლეთ ვირუსის მართვა, სხვა გამოსავალი არც იყო პრინციპში, უსასრულოდ ჩაკეტილი ეკონომიკა ვერ გვექნება, ეს უზარმაზარ დანაკარგს გამოიწვევს, რომელიც საბოლოოდ ისევ ადამიანების სიცოცხლეზე აისახება. ამიტომ, ყველა შეეცადა, ფრთხილად გაეხსნა ეკონომიკა, აღედგინა პანდემიამდე ცხოვრების სტილი მიახლოებით მაინც, დიდი სიფრთხილით. იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ფრთხილად იყო მოსახლეობა და რამდენად დაიჯერა, რომ ეს რეალური საფრთხეა, ამის მიხედვით ქვეყნები მეტ-ნაკლებად კონტროლს ახერხებენ. ჩვენს შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი ან დაიღალა, რაც ცნობილი ფენომენია კოვიდ 19-ის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საფრხეს აცნობიერებენ, ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად დაიღალნენ“,-განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, მოსახლეობის მიერ რეკომენდაციების გათვალისწინებამ განაპირობა სწორედ ის, რომ ინფიცირების ძალიან მცირე რაოდენობა დაფიქსირდა თავდაპირველად ქვეყანაში.

„მაშინაც მოსახლეობის დამსახურება იყო, რომ ვირუსი შევაკავეთ, დღესაც მოსახლეობის „დამსახურებაა“, რომ როგორც კი აჭარაში ინფექცია აფეთქდა, მაშინვე ვრცელდება საკმაოდ აღმავალი ტემპით, თუმცა დაკარგული არაფერი არ არის, თუ ყურს ვუგდებთ საკუთარ კეთილგონიერებას“,-აცხადებს ზოიძე.

მისი შეფასებით, ალტერნატივა ორი არის -ეკონომიკის ჩაკეტვა, რომელიც „დამღუპველი იქნება“ და რეკომენდაციების დაცვა.

როგორც აკაკი ზოიძე განმარტავს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას 4 ათასზე მეტი ინფიცირებულის მართვა გაუჭირდება.

„ჩემი აზრით, 4 ათასზე ზემოთ მართვა გაუჭირდება. თუ ჩვენ პირბადეს გამოვიყენებთ და დისტანციას დავიცავთ, ამაზე ორჯერ ნაკლები ციფრი იქნება. 2 ათასზე არა ზემოთ, არამედ ქვემოთ წავა. ჩვენ თუ ეს გავაკეთეთ, გრიპის სეზონური აფეთქებაც არ გვექნება. მე მაინც ადამიანების კეთილგონიერების მჯერა. ჩემი აზრით, შევძლებთ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი არ ავიდეს იმ ციფრამდე, რომელსაც რაც არ უნდა კარგად მომზადებული იყოს ჯანდაცვის სისტემა, ფიზიკურად ვერ გაუძლებს, ექიმების რაოდენობა აღარ იქნება. სამედიცინო პერსონალი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილია ამ დროს და ყველაზე უფრო მოწყვლადი, რაც არ უნდა კარგად დაიცვან თავი“,-განაცხადა ზოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა