ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თანაორგანიზებით და მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის საელჩოებთან თანამშრომლობით ვებინარი გაიმართა

საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტმა ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თანაორგანიზებით და მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის საელჩოებთან თანამშრომლობით გამართა ვებინარი - “Towards the EU: Georgia, Moldova, Ukraine – vision for the future of the Eastern Partnership“, რომელიც სამი ასოცირებული ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით მათ ხედვას შეეხებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაში ქართული მხრიდან მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა სალომე შაფაქიძემ.

უწყების ცნობით, ვებინარის მონაწილეებს შორის ასევე იყვნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირისა და ნატო-ს დეპარტამენტის დირექტორი მარინა მიხაილენკო; მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს ევროინტეგრაციის დირექტორატის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმირ კუკი; ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხების დირექტორი ლორენს მერედიტი; ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის ევროკავშირის განყოფილების გენერალური დირექტორი ჯო ჰაკეტი.

„აღსანიშნავია, რომ ვებინარი წარმოადგენდა სამი ასოცირებული ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისადმი მიძღვნილ კიდევ ერთ ღონისძიებას, რომელზეც ხაზი გაესვა ამ ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს და ხედვას ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის კუთხით.

სალომე შაფაქიძემ ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციაზე, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ მიზანზე. ამ კონტექსტში, მან ძირითადი ყურადღება გაამახვილა შემდგომ ნაბიჯებზე, კერძოდ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი სრული ინტეგრაციასა და ევროკავშირთან დაკავშირებულობის გაძლიერებაზე შავი ზღვის პოტენციალის გამოყენებით. მან ყურადღება ასევე გაამახვილა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მეტ ჩართულობას ამ პროცესში.

ვებინარზე განხილულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი ხედვა და მიზნები. მონაწილეთა მხრიდან აღინიშნა პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა და ამ კონტექსტში, მოლოდინები 2021 წელს დაგეგმილი სამიტიდან.

ვებინარს ესწრებოდა ფართო აუდიტორია, დიპლომატიური კორპუსის ჩათვლით”,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა