ჯანმო - უახლოეს თვეებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ვითარება ძალიან რთული იქნება

უახლოეს თვეებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ვითარება ძალიან რთული იქნება, - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვდგავართ კოვიდ-19-ის პანდემიის კრიტიკულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. შემდეგი რამდენიმე თვე ძალიან რთული იქნება. ზოგიერთი ქვეყანა ძალიან სახიფათო ტრაექტორიაზეა“, - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ბევრი სახელმწიფო შეეჯახა დაავადების მკვეთრ ზრდას, რაც უახლოეს მომავალში ჯანდაცვის სისტემის რესურსების მალე ამოწურვას გამოიწვევს.

ის მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, მიიღონ სასწრაფო ზომები და აღკვეთონ სიკვდილიანობის ზრდა და სკოლების დაკეტვა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა