იოსებ ხახალეიშვილი - ხელი უნდა შევუწყოთ როგორც მოქმედი საწარმოების გაძლიერებას, ასევე ახალ საწარმოებს, რადგან მათი განვითარება ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისური ბრენდის "ლევანტოს“ ფეხსაცმლის მაღალტექნოლოგიურ საწარმოს ესტუმრა, რომელიც 2004 წელს შეიქმნა და დღესდღეობით ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს ქვეყნის ბაზარზე.

მერობის კანდიდატმა საწარმოს პერსონალს საარჩევნო პროგრამა და ის პრიორიტეტები გააცნო, რომლის წამოწევასაც მერად არჩევის შემთხვევაში აპირებს, მათ შორის ქუთაისში ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით.

"ლევანტოს" და მისი მსგავსი საწარმოების ფუნქციონირება, რომელსაც თავისი ნიშა უჭირავთ ქართულ ბაზარზე და ქმნიან ქუთაისურ ბრენდს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად. ხელი უნდა შევუწყოთ ახალ საწარმოებს, რომლებიც ახლა იწყებენ ფეხის მოკიდებას ბიზნესის სამყაროში, ვინაიდან მათი განვითარება ჩვენი ქალაქის წარმატებას და კეთილდღეობას ნიშნავს", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ინფორმაციას ქუთაისის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა