1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, ოპოზიციური პარტიებიდან რეკლამაში ყველაზე მეტი თანხა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დახარჯა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, ოპოზიციური პარტიებიდან რეკლამაში ყველაზე მეტი 1 864 982 ლარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დახარჯა. ჯამურად მისი ხარჯი 2 მლნ 230 ათას 757 ლარია, საიდანაც 9 ათას 523 ლარი პარტიამ შრომის ანაზღაურებაზე დახარჯა.

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ აღნიშნულ პერიოდში რეკლამაში 1 მლნ 793 ათას 441 ლარი დახარჯა. მისი ხარჯი სულ 2 მლნ 566 თას 897 ლარია, აქედან 242 ათას 942 ლარი შრომის ანაზღაურებისთვის გაწეული თანხაა.

რეკლამზე დახარჯული თანხით ოპოზიციურ პარტიებს შორის მესამე ადგილზეა „სტრატეგია აღმაშენებელი“. მისი სარეკლამო ხარჯი 1 მლნ 773 ათას 88 ლარია. ჯამურად ამ პარტიის ხარჯი 1 მლნ 856 ათას 467 ლარს შეადგენს, საიდანაც 3 ათას 824 ლარი შრომის ანაზღაურებაზე მოდის.

„ევროპულმა საქართველომ“ 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით რეკლამებისთვის 1 მლნ 634 ათას 575 ლარი გაიღო, ხოლო შრომის ანაზღაურებისთვის 14 ათას 694 ლარი დახარჯა, რაც ჯამში 2 მლნ 8 ათას 235 ლარია.

რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ ხარჯს, პარტიამ რეკლამაში 953 ათას 478 ლარი დახარჯა. ჯამურად მისი ხარჯი 1 მლნ 242 ათას 466 ათას ლარს შეადგენს და აქედან 55 ათას 388 ლარი შრომითი ანაზღაურებისთვის გაღებული თანხაა.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით საარჩევნო პოლიტიკური სუბიექტების ხარჯებმა სულ 22 მლნ 973 ათას 913 ლარი შეადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო