გიორგი ვაშაძე - შევარცხვინე ის მინისტრი, რომელსაც ეს მძარცველი გაექცა - მსოფლიოში არ მახსენდება ბანკის ძარცვის ისეთი შემთხვევა, რომელიც საქართველოში მოხდა

შევარცხვინე ის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც ეს მძარცველი გაექცა, -ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში" აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ბოლომდე ამოწურა.

„უკვე ყელშია მათი ყოველთვის წარსულით ნაკარნახევი განცხადებები. კატასტროფაა, ჩვენ გვაქვს კრიმინოგენული სიტუაციის კოლაფსი, ჩამოიშალა სამართალდამცავი ორგანოები, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური კოლაფსი, რომელსაც ხელისუფლება ყველაფერს აბრალებს, გარდა, საკუთარი თავისა. ჩვენ გვაქვს კორონავირუსთან ბრძოლის კოლაფსი. მითხარით, რამე არის ნორმალურად მართული ამ ქვეყანაში? რაზე ლაპარაკობენ საერთოდ, საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში არ მახსენდება ბანკის ძარცვის ისეთი შემთხვევა, რომელიც საქართველოში მოხდა. დიდი მადლობა, რომ მძევლები თავისუფლები და ჯანმრთელები არიან, მაგრამ ამ ადამიანის არდაკავება და ხელიდან გაშვება როგორ შეიძლებოდა. ეს ხომ გზავნილია კრიმინალებისთვის, მიდი აყაჩაღე რაც გინდა, ამიტომაა, რომ დააყაჩაღეს ზუგდიდში ბენზინგასამართო სადგური, ინკასატორი, მკვლელობა მოხდა ქუჩაში, წარმოგიდგენიათ როგორი გავეშებულია კრიმინალი? რა ეკონომიკაზე უნდა ვისაუბროთ, როცა ელემენტარული უსაფრთხოება არ არის ქვეყანაში. ვინ ჩადებს ინვესტიციას საქართველოში, სადაც ბანკებს ასე ძარცვავენ“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისი შეფასებით, ამერიკულ ვესტერნებშიც კი არ ხდება ისეთი ფაქტები, რომ თავდამსხმელი დღისით ბანკში შეიჭრას, მძევლები აიყვანოს, თანხა წაიღოს და მიიმალოს.

„შევარცხვინე ის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც ეს მძარცველი გაექცა. ნეტა საერთოდ ნამუსი თუ აქვს, რომ არ გადადგა. ხალხი რომ გადაარჩინეს, მერე დადევნების ოპერაცია უნდა ყოფილიყო. ორი დღე თუ ვერ იპოვეს, როდისღა იპოვიან, სადღა არის ეს კაცი, კაცმა არ იცის. საერთოდ გონზე არ არიან, მაგრამ ფულის კეთებაზე არიან გადასულები, მეტი არაფერი აინტერესებთ“,-განაცხადა ვაშაძემ.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება