ლევან კობერიძის განცხადებით, დაუსჯელობის სინდრომი კრიმინალურ სამყაროს დანაშაულის ჩადენის ბიძგს აძლევს

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკის ოლქში, ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ დაუსჯელობის სინდრომი კრიმინალურ სამყაროს დანაშაულის ჩადენის ბიძგს აძლევს. მან „პალიტრანიუსის გადაცემა „360 გრადუსში", ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული თავდასხმა შეაფასა და აღნიშნა, რომ კრიმინალური სამყარო აქტიურდება, როცა დასუსტებულ ხელისუფლებას ხედავს.

„ეს დაუსჯელობის სინდრომი აძლევს ბიძგს შემდგომში კრიმინალურ სამყაროს. მათი მხრიდან დავინახეთ, რომ ბოლო 2 დღეში ზედიზედ მსგავსი ტიპის ყაჩაღობები, თავდასხმები აქტიურდება. ბუნებრივია, კრიმინალური სამყარო აქტიურდება, როდესაც ხედავს განწყობას, რომ ხელისუფლება დასუსტებულია, თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს უყურებს მხოლოდ და ასე იღებს გადაწყვეტილებას. ამას მომენტალურად გრძნობს ყველა და ეს აისახება მერე განწყობებზე“,-განაცხადა კობერიძემ.

მისი თქმით, თუ უახლოეს პერიოდში დამნაშავეს არ იპოვიან, ეს კრიმინალის ზრდას გამოიწვევს.

„აბსოლუტურად მიუღებელია ის ფაქტი, როდესაც ორი დღეა გასული და დამნაშავე დაკავებული არ არის. პირდაპირ მინდა გითხრათ, თუ ეს დამნაშავე დაკავებული არ იქნება უახლოესი საათების ან უახლოესი ერთი დღის განმავლობაში, ვფიქრობ, რეალურად გამოიწვევს ძალიან რთულ ტალღას კრიმინალის ზრდის და განწყობების ცვლილების თვალსაზრისით“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი, მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. ამჟამად ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ხოლო თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა