საფრანგეთში კორონავირუსის 42 032 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 298 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 42 032 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების პერიოდიდან,- შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, საფრანგეთში ვირუსს კიდევ 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 34 508-მდე გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში, საერთო ჯამში, ინფიცირების 1 041 075 შემთხვევაა დადასტურებული.

გუშინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთს ვირუსთან ერთად ცხოვრება მინიმუმ 2021 წლის ზაფხულამდე მოუწევს.

იხილეთ ვიდეო: საფრანგეთში კორონავირუსის 42 032 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 298 ადამიანი გარდაიცვალა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა