პაატა იმნაძე - თუ 90%-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე იქნება პირბადით იქ, სადაც საჭიროა, გავრცელება შემცირდება 70%-ით, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ბევრი შემთხვევა იქნება

თითოეულ ჩვენგანზეა ახლა დამოკიდებული, თუ რამდენად ბევრი შემთხვევა იქნება ქვეყანაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

ამასთან, პაატა იმნაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ შეიცვალა სტრატეგია და საქართველოში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები დაინერგა დიაგნოსტიკაში.

„თითოეულ ჩვენგანზეა ახლა დამოკიდებული, თუ რამდენად ბევრი შემთხვევა იქნება ქვეყანაში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გუშინ უკვე განხორციელდა სტრატეგიის შეცვლა და ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები დაინერგა დიაგნოსტიკაში, ევროკავშირმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ევროპის ქვეყნებშიც სწრაფი ტესტები დაიგეგმება დიაგნოსტიკაში პოლიმერაზა ჯაჭვურ რეაქციასთან ერთად ასე ვთქვათ, ორივე იქნება გამოყენებაში,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს