ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის მსგავსი განვითარება მოსალოდნელი იყო

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის მსგავსი განვითარება მოსალოდნელი იყო. როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჯანდაცვის სისტემა პაციენტების მისაღებად მზად არის.

„ეპიდსიტუაციის მსგავს განვითარებას ჩვენ ველოდით, ვინაიდან თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით, თუ რა არის ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წინა 14 დღის განმავლობაში დაფიქსირებული ინფექციის რაოდენობის ცვლილებიდან გამომდინარე, გავაკეთოთ პროგნოზი, თუ რა იქნება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვდგამთ ყველა იმ საჭირო ნაბიჯს, რითაც ჯანდაცვის სისტემა არის მომზადებული იმისათვის, რომ მიიღოს პაციენტები იმ სამ სხვადასხვა დონეზე, რომლებიც ჩვენ დავანაწილეთ. ამაში ჩვენ ვგულისხმობთ ოჯახის ექიმის ჩართულობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, კოვიდ სასტუმროებს, სადაც ჩვენი მოქალაქეები გადიან მკურნალობას იმ საავადმყოფოების ექიმების მხრიდან, რომლებიც კოვიდ სასტუმროებში არიან დაკონტრაქტებული და ასევე, ვგულისხმობთ, თვითონ კლინიკებს, რომლებიც დღესდღეობით განსაზღვრულია, როგორც კოვიდ კლინიკები“, - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა