დავით კაჭარავა - ჩვენ ყველამ ერთად ბევრი შრომით უნდა შევქმნათ ჩვენი შვილების, საქართველოს წარმატებული და უკეთესი მომავალი

ჩვენ ყველამ ერთად ბევრი შრომით უნდა შევქმნათ ჩვენი, ჩვენი შვილების, საქართველოს წარმატებული და უკეთესი მომავალი, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა დავით კაჭარავამ ქუთაისში საარჩევნო პროგრამის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, სპორტი აერთიანებს, აჯანსაღებს საზოგადოებას, აყალიბებს ფასეულობებს, ისეთ უნარებს, როგორებიცაა გუნდურობა, პატივისცემა, სამშობლოს სიყვარული, მიზანმიმართულობა. სპორტი არის ჯანმრთელობა, ნაკლები კრიმინალი, ნაკლები ძალადობა, სპორტი ებრძვის ნარკოდამოკიდებულებას, ამაღლებს შრომისუნარიანობას და ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ეკონომიკასთან.

„სპორტი ორი ნაწილისგან შედგება - მასობრივი და მაღალი მიღწევების, პროფესიული სპორტი. ჩვენ უკეთესი მომავალი ჩვენთვის და უმეტესწილად, ჩვენი შვილებისთვის გვინდა. მასობრივი სპორტი კი უკეთესი მომავლის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ვარჯიშის დროს აქტიურდება ტვინის ახალი უჯრედები, ორგანიზმში გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი -ენდორფინი, რაც ადამიანს აძლებს საშუალებას, ბევრად უფრო პოზიტიურად შეხედოს გარემოს. პროფესიულ სპორტს, მაღალი მიღწევების სპორტს შევხედოთ - დამეთანხმებით, რომ ყველა სპორტსმენის მიზანია ეროვნული ნაკრების მაისური მოირგოს, სამშობლოს სახელით მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ საერთაშორისო ტურნირზე და ის წარმატებული სპორტსმენი, რომელსაც წილად ხვდა ეს შესაძლებლობა, ხვდება რომ იქ, მოედანზე, დარბაზში, ტატამზე, კორტზე შეუძლია დაამარცხოს სხვა ბევრად უფრო წარმატებული ქვეყნის გუნდები თუ სპორტსმენები. ეს წარმატება გადაედება საზოგადოებას და ჩნდება რწმენა, რომ ბევრი შრომითა და სწორი ხელშეწყობით სხვა სფეროებშიც შესაძლებელია წარმატების მიღწევა. ამ წარმატებების გარშემო საზოგადოება და ქვეყანა ერთიანდება.

ჩვენ უნდა შევქმნათ გუნდები გამყოფ ხაზთან სოფლებში, რის გარშემოც სოფლის ახალგაზრდობა გაერთიანდება, გაძლიერდება და დამერწუნეთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს გამთლიანებისკენ - საქართველოს გამთლიანება ხომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიზანია. 28 წელია რაგბს ვთამაშობ, ჩვენ გვქონდა რთული პირობები. ჩვენს წინა თაობას ვიტყვი, რომ საერთოდ არ ქონდა პირობები და მათ მოახერხეს ჩვენამდე რაგბის მოტანა, რისთვისაც მინდა, მათ დიდი მადლობა გადაუხადო. დღეს კი ბევრი შრომით, სწორი ხელშეწყობით მოხდა ის, რომ საქართველო მიიღეს ევროპულ ოჯახში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რვა ერის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რასაც ვულოცავ მთელ საქართველოს და ყველა მორაგბეს. ამ ყველაფრის გამო, ჩვენ ყველამ ერთად ბევრი შრომით უნდა შევქმნათ ჩვენი, ჩვენი შვილების საქართველოს წარმატებული და უკეთესი მომავალი. ერთად საქართველოს წარმატებისთვის,“- განაცხადა დავით კაჭარავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს