ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია დასრულდა

ჯანდაცვის სამინისტრისთან აქცია დასრულდა. ლეობორისტული პარტიის აქტივისტები მთელი დღის განმავლობაში ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა. ამასთან, აქტივისტები სამინისტრის შენობის მომდებარედ კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

აქციაზე მყოფი პირები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრს მათი მოთხოვნების შესასრულებლად დროს ორშაბათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს კვლავ გამართავენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ სოციალურად დაუცველებს პირბადე უფასოდ დაურიგდეთ და სეზონური გრიპის ვაქცინაც ანაზღაურების გარშე ჩაუტარდეთ.

აქციის დასასრულს აქტივისტებმა ჯანდაცვის სამინინისტროსთან ბანერი დატოვეს წარწერით "კოვიდ სამინისტრო".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო