ქსელური მაღაზიების ასოციაციის თავმჯდომარე - ვითხოვთ, შემდეგი 6 თვით შეღავათი  გადავადდეს, რაც ჩვენს სექტორზე პოზიტიურად იმოქმედებს

ვითხოვთ, იქნებ გადავადდეს შემდეგი 6 თვით შეღავათი, რომელიც ჩვენს სექტორზე პოზიტიურად იმოქმედებს“,-ამის შესახებ ქსელური მაღაზიების ასოციაციის თავმჯდომარემ მირანდა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.

მირანდა მანჯგალაძის თქმით, საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივებით შესაძლებელი იქნება მოსახლეობის სურსათით უწყვეტი მომარაგება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

„პირველ ნოემბრამდე სახელმწიფოს კეთილი ნებით, ჩვენზე ვრცელდებოდა საშემოსავლო საშეღავათო პერიოდი, რომელმაც ძალიან დადებითად იმოქმედა სექტორზე, ვინაიდან სამუშაო ადგილების შენარჩუნება შევძელით. სახელმწიფოში „ლოკდაუნი“ არ იგეგმება. თუმცა, ვითხოვთ, რომ იქნებ გადავადდეს შემდეგი 6 თვით შეღავათი, რომელიც ჩვენს სექტორზე პოზიტიურად იმოქმედებს, რათა შევძლოთ სურსათით მოსახლეობის უწყვეტი მომარაგება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ძალიან დიდი მადლობა ასეთი პოზიტიური შეხვედრისთვის და ვიმედოვნებთ, წერტილოვანი შეღავათების განხორციელების დროს, ჩვენი სექტორი გათვალისწინებული იქნება და ამ საშეღავათო პერიოდს გაგვიხანგრძლივებენ“, - განაცხადა მირანდა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა