ილჰამ ალიევი - სომხეთის ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ისინი ახლა იმ მდგომარეობაში არ არიან, ვინმეს უკარნახონ

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთის ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ისინი ახლა იმ მდგომარეობაში არ არიან, ვინმეს უკარნახონ. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ალიევმა ფრანგულ გამოცემა „ფიგაროსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყველაფერი შეჩერდება და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სომხეთი შეჩერდება და კონსტრუქციულად მოიქცევა, ასევე ღიად აჩვენებს იმ საბაზო პრიციპების მიმართ ერთგულებას, რომლებიც საფრანგეთმა, რუსეთმა დ აშშ-მა შეიმუშავეს.

ალიევი აქვე აღნიშნავს, რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მან არა მხოლოდ თავისი განცხადებებით, არამედ სამხედრო პროვოკაციებითაც, ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა მოლაპარაკებების პროცესის ჩასაშლელად.

„მისი ხელისუფლებაში ყოფნიდან ორ წელიწადში მოლაპარაკებების პროცესი უკვე აღარ არის. რა თქმა უნდა, მე მიმაჩნია, რომ პროცესის პოლიტიკურად დარეგულირება შესაძლებელია. თუმცა სომხეთის ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ისინი ახლა იმ მდგომარეობაში არ არიან, ვინმეს უკარნახონ, რადგან სტატუს-კვო უკვე აღარ არსებობს, გადაკვეთის ხაზები უკვე აღარ არის. ჩვენ ადგილზე ახალი რეალობა შევქმენით და მათ ეს უნდა გაითვალისწინონ“, - აღნიშნა ალიევმა.

იხილეთ ვიდეო: სომხეთის ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ისინი ახლა იმ მდგომარეობაში არ არიან, ვინმეს უკარნახონ - ილჰამ ალიევი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა