გიორგი ამილახვარი - ჩვენი უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებს ექნებათ თვისობრივად და ხარისხობრივად ახალი ცოდნა

სახელმწიფოს მიერ სწორად ჩამოყალიბებული პრიორიტეტები, დაფინანსების ახალი სისტემა, მისი ინტეგრირება ევროკავშირის განათლების სისტემასთან - ყოველივე ეს საწინდარია იმის, რომ ჩვენი უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებს ექნებათ თვისობრივად და ხარისხობრივად ახალი ცოდნა, რაც მოუტანს მათ ღირსეულ შემოსავალს”, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო სიის წევრმა გიორგი ამილახვარმა ქუთაისში, საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამილახვარმა სკოლამდელი განათლების პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით, ახალი ბაღების მშენებლობა გაგრძელდება.

„განათლების პროცესი ადამიანის დაბადებიდანვე იწყება. სწორედ ამიტომ, ჩვენ, თქვენთან ერთად, ადამიანზე მზრუნველობას დაბადებიდანვე ვიწყებთ. სკოლამდელი განათლების ამოცანაა, რომ ამ პროცესში ჩვენი შვილები სრულყოფილად მოვამზადოთ სკოლისთვის, რათა ისინი ყველა საჭირო უნარ-ჩვევით შევიდნენ საკლასო ოთახებში. ამ ამოცანის შესასრულებლად მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ. კერძოდ, ჩამოყალიბდება ახალი სასკოლო მზაობის პროგრამა, რის შედეგადაც ჩვენს მომავალ თაობას გამოუმუშავდება ყველა მრავალმხრივი უნარი, რაც საჭიროა სასკოლო განათლებისთვის. ჩვენ, უწყვეტად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავაგრძელებთ ახალი ბაღების მშენებლობას და არსებული ბაღების რეაბილიტაციის პროცესს. ყველა ბაღი უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით. შედეგად, ჩვენი შვილები სასკოლო განათლებისთვის საჭირო ყველა უნარ-ჩვევას დაეუფლებიან თანამედროვე გარემოში. მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა ახალ პროექტზე, რომლის ფარგლებში, ბაღში დასაქმებულ ყველა ადამიანს მომდევნო წლების განმავლობაში ხელფასი გაეზრდება 50 -დან 100 %- მდე, გაგრძელდება მათი კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები და დაიწყება ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვის და დასაქმების პროგრამა”, - აღნიშნა ამილახვარმა.

როგორც ამილახვარმა განაცხადა, გაიზრდება პროფესიული განათლების პრესტიჟი და ის ხელმისაწვდომი იქნება ყველა მუნიციპალიტეტში.

“ჩვენი გუნდისთვის, "ქართული ოცნებისთვის", პროფესიული განათლება განსაკუთრებული პრიორიტეტია . ჩვენი ამოცანაა გავზარდოთ პროფესიული განათლების პრესტიჟი და ხელმისაწვდომი გავხადოთ იგი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ყველა მუნიციპალიტეტში. ამ ამოცანის შესასრულებლად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში გავხადოთ პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი, რაც ორიენტირებული იქნება ადგილობრივი დასაქმების ბაზრის მოთხოვნებზე და მის სპეციფიკაზე. შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება დასაქმდეს მის მშობლიურ მხარეში, ქალაქში, რაიონში და უზრუნველყოს მისი ოჯახის კეთილდღეობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროექტი განხორციელდება მჭიდრო თანამშრომლობით კერძო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პროფესიული განათლება სტრუქტურულად და შინაარსობრივად დაუკავშირდება ზოგადი განათლების საფეხურს და მოხდება მისი ინტეგრირება უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში. შედეგად, პროფესიული განათლების სტუდენტები ისარგებლებენ ზუსტად იგივე სიკეთეებით და შესაძლებლობებით, რითაც სარგებლობენ ჩვენი უმაღლესი განათლების საფეხურის სტუდენტები. პროფესიული განათლების ახალი სისტემა ორიენტირებული იქნება როგორც ახალგაზრდებზე, ასევე ზრდასრულებზე და მათ საჭიროებებზე. შესაბამისად, იგი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის”, - განაცხადა ამილახვარმა.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ამილახვარის თქმით, მნიშვნელოვნად გაიზრდება უმაღლესი განათლების დაფინანსება.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ხარისხიანი, უმაღლესი განათლების არსებობას ქვეყანაში. ჩვენი მიზანია, რომ უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულებს გააჩნდეთ ისეთი ცოდნა და უნარები, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება მსოფლიო ასპარეზზე და შესაბამისობაში იქნება თანამედროვე დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან. ნათელია, რომ დღეს შრომის ბაზრის მოთხოვნებმა ახალი პრიორიტეტები ჩამოაყალიბა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მნიშვნელოვნად გავზარდოთ უმაღლესი განათლების დაფინანსება და ამავდროულად, ჩამოვაყალიბოთ დაფინანსების სრულიად ახალი მოდელი. დაფინანსების ახალი მოდელი დაეფუძნება სწავლის შედეგებს, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან და ხელმისაწვდომ განათლებას, რის შედეგადაც ამაღლდება აკადემიური სწავლების ხარისხი, მკვეთრად გაუმჯობესდება საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა და სამეცნიერო კვლევითი პოტენციალი. განვლილი წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უმაღლესი განათლების ხარისხის თავსებადობის კუთხით ევროკავშირის სტანდარტებთან. რა თქმა უნდა, ეს მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, რათა ჩვენ ჩვენი ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ დიდ ევროპულ საგანმანათლებლო ოჯახში”, - განაცხადა ამილახვარმა.

მისივე განცხადებით, სახელმწიფო აქტიურად დაუჭერს მხარს ორმაგი დიპლომების პროგრამების დანერგვას.

„სახელმწიფოს მხრიდან აქტიურად იქნება მხარდაჭერილი საერთაშორისო აკრედიტაციების პროცესი ერთობლივი და ორმაგი დიპლომების პროგრამების დანერგვა. შედეგად, ჩვენი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ ისეთი ცოდნა, რაც მათ თანატოლებს შეუძლიათ მიიღონ მსოფლიოს სხვა განვითარებულ ქვეყნებში. დამეთანხმებით, რომ ამის ნათელი მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში საქართველო მომზადდება ,,ერაზმუს +” პროგრამის ქვეყნად და გარდა ახალგაზრდობის და უმაღლესი განათლების კომპონენტისა, ქვეყანას წვდომა გაეხსნება მის ყველა კომპონენტზე. შესაბამისად, მოხდება პროგრამის სრული პოტენციალის ათვისება, რის შედეგადაც ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, პროფესორებს, სტუდენტებს, სპორტსმენებს, ახალგაზრდებს წვდომა ექნებათ, რათა ისინი ჩაერთონ საერთაშორისო მობილობებში და სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში. ეს კიდევ უფრო დაახლოებს ჩვენს განათლების სისტემას ევროკავშირთან და მის განათლების სისტემასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ჩვენი ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის შემსწავლელ პროგრამებს როგორც ზოგადი განათლების, ასევე უმაღლესი განათლების საფეხურზე”, - განაცხადა ამილახვარმა.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს