ბექა დავითულიანი - ახალგაზრდები, რომლებიც მყარად დგანან ფესვებზე, იცნობენ თავის ისტორიას და უყვართ ის, უფრო ადვილად გაიკვალავენ გზას მომავალში

ახალგაზრდები, რომლებიც მყარად დგანან ფესვებზე, იცნობენ თავის ისტორიას და უყვართ ის, უფრო ადვილად გაიკვალავენ გზას მომავალში",-ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა ბექა დავითულიანმა ქუთაისში, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამული მიმართულებების პრეზენტაციაზე განაცხადა.

ბექა დავითულიანის თქმით, მნიშვნელოვანია და აქტუალურია ახალგაზრდებისთვის სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირების და დასაქმების ხელშეწყობა.

"ახალგაზრდების ხელშეწყობის კუთხით "ქართული ოცნების" ძირითადი პრიორიტეტი არის სამი - შეიქმნას ჯანსაღი გარემო ახალგაზრდების განვითარებისთვის, უზრუნველყოფილი იქნას ახალგაზრდებისთვის მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობა, შეიქმნას ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ახალმა თაობებმა საკუთარი ნიჭისა და უნარების მაქსიმალური რეალიზება შეძლონ და დაიმკვიდრონ თავი თანამედროვე გლობალურ სამყაროში.

ამისთვის ახალგაზრდებს, პირველ რიგში, სჭირდებათ პატარა ასაკიდანვე ხელმისაწვდომობა ყველა იმ სიკეთეზე, რომელსაც სთავაზობს ქვეყანა, სახელმწიფო და მათი გარემო. ეს პირველ რიგში, არის სწორედ კულტურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ჩვენ შევძლებთ, რომ მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის უზრუნველყოფილი იქნას მუზეუმებზე, თეატრებზე, გალერეებზე, კინოთეატრებსა და საკონცერტო სივრცეებზე ხელმისაწვდომობა, მათ შეძლონ შეღავათიან ფასში ან ხშირ შემთხვევაში უფასოდ ამ სიკეთეებით სარგებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი აღზრდისა და ჩამოყალიბებისთვის.

განათლების სისტემაში ადგილს დაიმკვიდრებს საექსკურსიო-საექსპედიციო მოძრაობები და აქტივობები. შეიქმნება ერთგვარი სკაუტური მოდელი ქართული ინტერპრეტაციით. ეს ხელს შეგვიწყობს, რომ ერთი მხრივ, ახალგაზრდები მიეჩვიონ და ადაპტაცია გაიარონ ბუნებასთან, მეორე მხრივ, გაიცნონ თავისი რეგიონები, ჩვენი ქვეყნის ბუნება და კულტურული მემკვიდრეობა, ისწავლონ თავის გატანა ბუნებრივ გარემოში.

ასევე ვგეგმავთ შევქმნათ კონკურსი სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლებისთვის, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ ყველა უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებამ და სკოლამ აიღოს გარკვეული პატრონაჟი კონკრეტულ ძეგლებზე, ბუნების ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. ერთგვარი შეჯიბრი მოეწყოს, ვინ უკეთ მიხედავს, მოაწყობს და იზრუნებს ამ კულტურულ მემკვიდრეობასა თუ ბუნების ძეგლებზე.

ეს ახალგაზრდებში გააღვივებს ისტორიისადმი, საკუთარი ქვეყნისადმი სიყვარულს“, - განაცხადა დავითულიანმა.

მისივე თქმით, ასევე მოხდება იმ უნარ-ჩვევის გამომუშავება რომ მომავალში, მაგალითად, აღარ ვიხილოთ ისეთი სურათები, რომელიც, სამწუხაროდ, ტყეში ხშირად გვხვდება, დაბინძურებული გარემო .

„უკეთ ვიზრუნებთ ჩვენს გარემოზე და შემდეგ გარემო და ჩვენი ისტორია იზრუნებს ჩვენზე. ახალგაზრდები, რომლებიც მყარად დგანან ფესვებზე, იცნობენ თავის ისტორიას და უყვართ ის, უფრო ადვილად გაიკვალავენ გზას მომავალში.

ასევე ვგეგმავთ ახალგაზრდული ბანაკების ხელშეწყობას, გაცვლითი პროგრამების დანერგვას სხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის, რადგან გლობალურ სამყაროში ადრეულ ეტაპზევე კომუნიკაციის გარეშე უცხოელ თანატოლებთან ახალგაზრდებს გაუჭირდებათ თავის დამკვიდრება. მომავალში უკვე ზრდასრულ ასაკში, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება იმისთვის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა ადვილად ჩამოაყალიბონ ურთერთობა, ადვილად დაიმკვიდრონ თავი და ადგილი სამყაროში.

განვითარების და ცივილიზაციის ამ ეტაპზე, ალბათ წარმოუდგენელია სტუდენტებისა და ახალგაზრდების ცხოვრება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გარეშე. ინოვაციების ხელშეწყობა იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ამ მიმართულებით ვგეგმავთ 2024 წლისთვის საქართველო იყოს ყველაზე start-up და IT მეგობრული ქვეყანა, შევიდეს მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში, რაც მნიშვნელოვანი წარმატება იქნება. ასევე მნიშვნელოვანია და აქტუალური ახალგაზრდებისთვის სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირების და დასაქმების ხელშეწყობა.

სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირების და დასაქმების ხელშეწყობა ამ მიმართულებითაც იქნება წინგადაგდმული ნაბიჯები მომავალი ოთხი წლის მანძილზე. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი ეს არის ქვეყენის მასშტაბით მრავალფუნქციური ახალგაზრდული ცენტრების შექმნა. ეს გულისხმობს არაფორმალურ განათლებას, მეცნიერებას, ხელოვნებას და სპორტს ერთ სივრცეში. დღეს ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, როდესაც დიდ ქალაქებში ძირითადად ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია და რეგიონებში შედარებით ნაკლებად. ჩვენ შევქმნით ისეთ უნივერსიფიცირებულ პროგრამას, რომელიც სწორედ ამ ცენტრების მეშვეობით, მთელ საქართველოში საბაზისო განათლებას ამ მიმართულებებით მისცემს ახალგაზრდებს.

ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ახალგაზრდები უფრო ადვილად გაუგებენ ერთმანეთს და მომავალში არ გაუჭირდეთ შეთანხმება თუნდაც დიდ ეროვნულ თემებზე.

საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის განხორციელების შედეგად ჩვენ მივიღებთ უფრო განვითარებულ, ჯანსაღ, წარმატებულ და მომავალზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც ექნებათ უფრო უკეთესი შესაძლებლობა მოუტანონ წარმატება ქვეყანას, ვიდრე დღეს შეიძლება გვქონდეს",-განაცხადა დავითულიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო