საქართველოს საგარეო უწყება გაეროს 75 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს 75 წლის იუბილეს ეხმაურება და Twitter-ის საშუალებით ორგანიზაციას საქართველოს სახელით 75 წლის იუბილეს ულოცავს.

საგარეო უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველო გამოხატავს მზაობას ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიური ჩართულობა კვლავ გააგრძელოს.

"დღეს, გაეროს, მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობის შენარჩუნების, ადამიანის უფლებების გაძლიერებისა და განვითარების კუთხით ერთ-ერთი უმთავრესი აქტორის 75 წლის იუბილე აღინიშნება.

საქართველოს სახელით გილოცავთ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას გაეროს მთავარი პრინციპების მიმართ და გამოვხატავთ მზაობას, გავაგრძელოთ ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიური ჩართულობა",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო